საინიციატივო ჯგუფის პრესკონფერენცია
ახალი საინიციატივო ჯგუფი ეკლესიისა და ისტორიული ფიგურების დასაცავად საკანონმდებლო ბაზის გამკაცრებას ითხოვს. დამფუძნებლების თქმით, შესაბამისი განცხადებით ისინი საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ. მათვე თქმით, იწყებენ კონსულტაციებს მოქალაქეებთან. მათივე განცხადებით, ინიციატივა ეკლესიის, წმინდანებისა და ისტორიული გმირების შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს.