საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა

ფონიჭალის მცხოვრებლების საინიციატივო ჯგუფის წევრები, თბილისი-რუსთავის ავტობანის პროექტის ფარგლებში, ალტერნატიული საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვენ. მათი თქმით, ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ფონიჭალაში მდებარე 10- მდე კორპუსს საფრთხე ემუქრება. ჯგუფის წევრები ინფრასტრუქტურის მინისტრთან ითხოვენ  შეხვედრას და ამბობენ, რომ მათთან რაიმე სახის შეთავაზებით არავინ მისულა. საინიციატივო ჯგუფის წევრები იმასაც ამბობენ, რომ ისინი პროექტის განხორციელებას არ ეწინააღმდეგებიან.