საინფორმაციო ტური

12:21, 04.08.2022

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და ისრაელში საქართველოს საელჩოს ჩართულობით, საქართველოს ისრაელიდან მაღალრეიტინგული გამოცემების და ტელევიზიების ჟურნალისტები, აგრეთვე სოციალურ ქსელებში პოპულარული ბლოგერები ეწვივნენ. ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს ტურისტული მიმართულების, კულტურის, ღვინისა და კულინარიის შესახებ სიუჟეტებს, სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ. პრეს-ტურის განმავლობაში ისრაელის მედიის 10 წარმომადგენელი და ბლოგერი თბილისს, მცხეთას, ანანურს, სტეფანწმინდასა და მუხრანს ესტუმრებიან. პრეს-ტურის მიზანია ისრაელში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ტურისტული ნაკადების მოზიდვა.

მსგავსი