საინფორმაციო შეხვედრები

18:20, 27.09.2025

ცენტრალური საარჩევნო კომისია ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, ცესკო-ს თავმჯდომარემ სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მსმენელებსა და კურსდამთავრებულებს უმასპინძლა.

შეხვედრის განმავლობაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა პირადად ცესკო-ს თავმჯდომარისგან მიიღეს ინფორმაცია არჩევნებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. შეხვედრას ეთნიკური უმცირესობების 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

მსგავსი