საინფორმაციო შეხვედრა სამუშაოს მაძიებლებისთვის 

18:42, 16.10.2026

სამუშაოს მაძიებლებისთვის გუდაურში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში, მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. სააგენტოს დირექტორმა მონაწილეებს სააგენტოს მიზნები, სერვისები და პროგრამები გააცნო. ყურადღება დაეთმო მაღალმთიან რეგიონებში დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას, ასევე სასტუმრო-სარესტორნო სფეროში კვალიფიციური კადრების მოძიებისა და პროფესიული გადამზადების მნიშვნელობას.

 

მსგავსი