საინფორმაციო შეხვედრა გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში 

15:33, 23.09.2026

ცესკო-მ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. დისკუსიას ოთხი მუნიციპალიტეტიდან: თბილისიდან, რუსთავიდან, მცხეთიდან და გორიდან 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო. ისაუბრეს საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის როლისა და უფლებების შესახებ და ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების აქტიური და ინფორმირებული ჩართულობის მნიშვნელობაზე.

აქცენტი გაკეთდა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებზე, მათი დანერგვის პროცესსა და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაგროვილ გამოცდილებაზე.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო დეზინფორმაცია და მისი გავლენა საარჩევნო პროცესზე.

მსგავსი