საინფორმაციო შეხვედრა ბათუმში

ბათუმში შრომის უსაფრთხოების კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. აჭარის მთავრობის, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებებთან გამართულ შეხვედრაზე, ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით დაწესებული ვალდებულებები, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს. ანალოგიური საინფორმაციო შეხვედრების გამართვა სხვა რეგიონებშიც იგეგმება. საკითხზე დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ისაუბრეს.