ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრა იმართება. საუბარი შეეხება „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონს. დისკუსიას ესწრებიან სხვა დაინტერესებული პირებიც. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის განცხადებით, მონაწილეობას 400-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია მიიღებს. მისივე თქმით, კონკრეტული ორგანიზაციების ევროპულ გრანტებს კონკრეტული საჭიროების ნაცვლად, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.