საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდულ ბანაკში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტატო ირემაძემ ახალგაზრდებს უწყების საქმიანობის, სპეციფიკისა და მიმართულებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ახალგაზრდების აქტიურ როლს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენციაში.