საინფორმაციო შეხვედრა
ცესკო-მ მარნეულში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. საუბარი შედგა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებთან. ისაუბრა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. აქცენტი გაკეთდა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებსა და საარჩევნო სიახლეებზე. შეხვედრა ცესკო-სა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შედგა. მონაწილეებს სერტიფიკატებიც გადაეცათ.