საინფორმაციო შეხვედრა
მსოფლიო ბანკის „შავი ზღვის გალურჯების“ პროგრამის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მიზანი შავი ზღვის დაბინძურების მზარდ პრობლემებსა და მის შემცირების გზებზე მსჯელობა იყო. შეხვედრაში საქართველოს მთავრობის, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მათ საქართველოს ნარჩენებისა და პლასტიკის მართვის ეროვნული პოლიტიკის ამჟამინდელი მდგომარეობა განიხილეს. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის პარტნიორობით გაიმართა.