საინფორმაციო კამპანია გაერო-ს ბავშთა ფონდის ორგანიზებით

კორონავირუსისგან ბავშვებისა და ზოგადად, მოსახლეობის დაცვის მიზნით, საინფორმაციო კამპანია ტარდება გაერო-ს ბავშთა ფონდის ორგანიზებით. გაეროს ბავშვთა ფონდი ადვოკატირებას უწევს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას აჭარის საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში – მასწავლებლებში, ექიმებში, რელიგიურ ლიდერებსა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებში. მაღალმთიან აჭარაში ვაქცინაციის პროცესში უკვე ჩაერთნენ პედაგოგები. მათთვის საინფორმაციო სესიები გაიმართა, რომლის ფარგლებში, მასწავლებლებმა ინფორმაცია მიიღეს „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის შესახებ. კერძოდ, განიხილეს გლობალური ტენდენციები, რისკები და პრევენციული ზომები, იმუნიზაციის მნიშვნელობა და კორონავირუსის გართულებები ბავშვებში, ასევე გულისა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების ვაქცინაციის საკითხი.