საინფორმაციო კამპანია

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენაზე, ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო ბროშურების დარიგება დაიწყო.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი, ლია გიგაური რეგიონის გუბერნატორთან ერთად, ნინოწმინდაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ვაქცინაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მოგვიანებით, შეხვედრები გაიმართა სოფელ განძანისა და ფოკას მოსახლეობასთან, რომელთაც სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენაზე, ვაქცინაციაზე საინფორმაციო ბროშურები და სამედიცინო პირბადეები გადასცა. ლია გიგაურმა აღნიშნა, რომ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ვაქცინაციის პროცესის შესახებ თითოეულ მოქალაქემდე სწორი ინფორმაციის მიტანაა.