საინფორმაციო ბრიფინგი ინფექციურ საავადმყოფოში

ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს, რომელიც საქართველოში დღეს ჩამოვიდა. აეროპორტში მას ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა. კლინიკაში სულ სამი პაციენტი იმყოფება, რომელთა ზუსტი დიაგნოზი ლაბორატორიული კვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

ცოტა ხნის წინ ამ თემაზე ბრიფინგი გაიმართა ინფექციურ საავადმყოფოში – მარიამ სეთურიძე გაგვაცნობს დეტალებს.