საინფორმაციო ბრიფინგი ცესკო-ში

15:09, 02.10.2026

3 ოქტომბერს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. კენჭისყრა ჩატარდება ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. ამომრჩევლები საკრებულოების ოთხ მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. შუალედური არჩევნების ჩატარების საფუძველი ოთხივე მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი წევრების უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტაა. არჩევნებისთვის სულ 7 საარჩევნო უბანი გაიხსნება. მათგან ოთხზე, ამომრჩეველთა ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატები იქნება გამოყენებული. სამ უბანზე კი – საარჩევნო პროცესი ტრადიციული მეთოდით ჩატარდება. ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225 ამომრჩეველს შეადგენს. მათგან გადასატანი ყუთის მოთხოვნით, საარჩევნო ადმინისტრაციას 50-მა ამომრჩეველმა მიმართა.

მსგავსი