საინფორმაციო ბრიფინგი ცესკო-ში

ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მიმართავს და მოუწოდებს, იმოქმედონ კანონის შესაბამისად, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებას. ცესკო-ში დღეს საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, საარჩევნო უბნებს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაციის გადაცემის პროცესი დღეს დასრულდება. ხვალ მოქალაქეები, ძირითადად, ერთ საარჩევნო ბიულეტენს მიიღებენ, ხოლო ზესტაფონსა და ჭიათურაში, იქ, სადაც მერთან ერთად, საკრებულოების შუალედური არჩევნებიც იმართება – 2 ბიულეტენს.

ხვალ დილის 07:00 სთ-დან იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი. ასევე, დღის განმავლობაში მედიაცენტრში პერიოდულად საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება. აღსანიშნავია, რომ 19 მაისს, საარჩევნო ადმინისტრაცია წყალტუბოსა და ტყიბულში 8 საარჩევნო უბანზე ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტის კიდევ ერთ ეტაპს განახორციელებს.