საინჟინრო წვრთნები პოლიგონზე

ვაზიანის პოლიგონზე საინჟინრო ბატალიონის სიტუაციური საველე სწავლება გაიმართა. 3-კვირიანი წვრთნები დასრულებულია. სწავლება საინჟინრო აფეთქებებს, სროლებს, ასევე ტაქტიკურ გადაადგილებებს მოიცავდა. ქვედანაყოფებმა თავდაცვისა და კონტრშეტევის, ქიმიურ იარაღზე რეაგირებისა და საინჟინრო გარღვევის ოპერაციები განახორციელეს. სწავლებაში აღმოსავლეთ სარდლობის ბრიგადებისა და საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ.