საიათნოვასადმი მიძღვნილი „ვარდატონი“

18:22, 31.05.2026

მეიდანზე საიათნოვასადმი მიძღვნილი ტრადიციული „ვარდატონი“ აღინიშნა. ღონისძიება თბილისში უკვე 112-ედ მოეწყო. საიათნოვა კავკასიის კულტურული მეხსიერების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. ის წერდა და მღეროდა რამდენიმე ენაზე, მათ შორის სომხურად, ქართულად და აზერბაიჯანულად. მისი ლექსები სიყვარულზე, ადამიანურ ტკივილზე, რწმენასა და სილამაზეზე დღესაც აქტუალურია.

მსგავსი