საია-ს წინასაარჩევნო პერიოდის შუალედური ანგარიში

საია წინასაარჩევნო პერიოდის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

დოკუმენტში საუბარია ამომრჩევლის მოსყიდვის, ფიზიკური დაპირისპირების, კანდიდატების წინასაარჩევნო​ კამპანიის ხელის შეშლის შემთხვევებზე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საუბრობს ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების ფაქტებსა და სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ კვლავ აქტუალური იყო ფარული ჩანაწერების გავრცელება.

საია მონიტორინგს არჩევნების დღესაც გააგრძელებს.