საია-ს სარჩელი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გია იაკობაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა.

საია-ს განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, გია იაკობაშვილმა საბჭოს წევრებისა და პროფკავშირების შეხვედრის ჩანაწერი თვითნებურად წაშალა, შეხვერდა კი 12 სექტემბერს საზოგადოებრივ მაუწყებელში გაიმართა და საუბარი მაუწყებლიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს ეხებოდა.