საია-ს განცხადება – გამოხმაურება
საია სამართალწარმოებას იწყებს. მათი განცხადებით, იმუშავებენ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრაციების დაშლის დროს, წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების ინტერესების დასაცავად. მათივე განცხადებით, სუს-ის მიერ წარმოებული გამოძიება, ქიმიური ნივთიერებების გამოყენების საქმეზე – ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების სტანდარტს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ ეტაპზე სამართლებრივად იცავს – შვიდ დაზარალებულს, რომლებმაც ორგანიზაციას სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემაზე მიაწოდეს ინფორმაცია და მათივე ინფორმაციით, თითოეულ მათგანს აღნიშნული პრობლემები დღემდე აწუხებთ, აღნიშნულს კი დემონსტრაციების დროს შსს-ს მხრიდან მათ წინააღმდეგ გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებს უკავშირებენ. როგორც საიაში განმარტეს – სამართლებრივი ადვოკატირება გაგრძელდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
საია, სხვა მოთხოვნებთან ერთად პროკურატურისგან ითხოვს ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, დაზარალებული პირების გამოკითხვას – კონკრეტულად მათი დაცვის ქვეშ მყოფი 7 პირის დაზარალებულად ცნობას.