საია პროკურატურასა და სასამართლოებს არაეფექტურ გამოძიებაში ადანაშაულებს

პროკურატურასა და სასამართლოებს არაეფექტურ გამოძიებაში ადანაშაულებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

საია-ს განცხადებით, 2016 წელს პოლიციელების მიერ არასათანადო მოპყრობის ბრალდებით პროკურატურას მიმართა მოქალაქე ოდენო ბარამიამ, თუმცა გამოძიების ეტაპზე საქმის კვალიფიკაცია შეიცვალა და ბრალი თავად ბარამიას, ცრუ დასმენის ფაქტზე წარედგინა.

საია-ში ამბობენ, რომ საგამოძიებო პროცედურები რიგი დარღვევებით მიმდინარეობდა და ბარამია უსამართლოდ იხდის სასჯელს.