საია პარტიებს მიმართავს

საია მოუწოდებს პარტიებს, არ დაუშვან წინასაარჩევნოდ ვითარების დაძაბვა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბიულეტენში წინასაარჩევნო გარემოა შეფასებული და აღნიშნულია, რომ პოლიტიკურმა მხარეებმა ერთმანეთს უნდა მისცენ ამომრჩევლებთან შეხვედრისა და საკუთარი აქტივობების წარმართვის საშუალება.

ბიულეტენი მოიცავს იმ ფაქტების შეფასებას, რომლებიც 2019 წლის 28 აპრილიდან 15 მაისამდე პერიოდში გამოვლინდა და რომლებზეც ორგანიზაცია შეფასებისთვის საკმარის ინფორმაციას ფლობდა.

საია-ს შეფასებით, განსაკუთრებული დაძაბულობაა ზუგდიდის ოლქში, სადაც პოლიტიკური ძალების ნაწილი არ ერიდება ქმედებებს, რომლებიც შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.