საია-მ პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგის ანგარიში წარადგინა - რა საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული ანგარიშში

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგის ანგარიში წარადგინა. ის პარლამენტის 2016 წლის საშემოდგომო და 2017 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების შეფასებას მოიცავს.

ანგარიშში  აღნიშნულია, რომ პარლამენტში არსებობდა საკანონმდებლო ინიციატივები, რომელთა ნაწილიც დასახვეწი იყო, ნაწილი კი,  მიუხედავად პრეზიდენტისა თუ არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგობისა, მაინც იქნა მიღებული.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პრეზიდენტის მერ გამოყენებული ვეტო, ხშირ შემთვევაში პოლიტიკური სპეკულაციის საგანი იყო. საია-ს  შენიშვნები ჰქონდა საპარლამენტო  უმცირესობასთანაც.