საია დიმიტრი გვრიტიშვილს უჩივის

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილს უჩივის.

საჩივარი დღეს საია-მ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეიტანა და დამოუკიდებელი ინსპექტორისგან რეაგირება მოითხოვა.

დიმიტრი გვრიტიშვილს საია საერთო სასამართლოების შესახებ კანონის, ეთიკის წესების დარღვევაში და მოსამართლისთვის შეუფერებელი საჯარო განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს.

საბჭო დისციპლინური სამართალწარმოების კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, კომენტარს არ აკეთებს.

ამ დრომდე საჩივარს არ გამოხმაურებია დიმიტრი გვრიტიშვილი.