საია 20-21 ივნისის მოვლენებზე ანგარიშს მოამზადებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 20-21 ივნისის მოვლენებზე ანგარიშს მოამზადებს.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ განაცხადა, ანგარიშში გაანალიზდება უფლების დარღვევის სისტემური და ინდივიდუალური შემთხვევები და მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • მშვიდობიანი შეკრების უფლება და აქციის დაშლის ფორმალური საფუძველი;
  • აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ გამოყენებული მეთოდების ანალიზი;
  • აქციის დაშლისას ძალის გადამეტების და დაკავების შემდგომ არასათანადო მოპყრობის ფაქტები, მათ შორის, ჟურნალისტებისათვის საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევების ანალიზი;
  • 20-21 ივნისის აქციასთან კავშირში მყოფი პირების ადმინისტრაციული წესით დაკავების პრაქტიკის ანალიზი;
  • პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში განხილული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ანალიზი;

სულხან სალაძის განცხადებით, საია ამ დროისთვის იცავს 17 დაზარალებულ პირს, მათ შორის ჟურნალისტებს, რომლებიც გენერალურ პროკურატურაში უკვე გამოიკითხნენ.

ანგარიში, რომელსაც საია ამზადებს, სავარაუდოდ ნოემბერში იქნება მზად და ანგარიშის ძირითადი მიმართულებებიც სწორედ ნოემბერში გახდება ცნობილი.