საჰაერო თავდასხმა იდლიბში 

იდლიბის პროვინციაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ მსოფლიო ახალი საშიშროების წინაშე დგას.

თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა საომარი ვითარების ზღვარზეა. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო არმიის მიერ თურქი სამხედროების კოლონის დაბომბვა შესაძლოა ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში გადაიზარდოს. დაღუპულია 33 თურქი სამხედრო. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი პასუხისმგებლობას იხსნის და ავიაიერიშთან რაიმე კავშირს უარყოფს, ანკარიდან მოსკოვის მისამართით უკვე გაისმა მუქარისშემცველი გზავნილი. იდლიბში მომხდარმა თავდასხმამ საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგი შეცვალა. თურქეთმა საერთაშორისო საზოგადოების სრული მხარდაჭერა, მოსკოვმა კი მკაცრი გზავნილები მიიღო.

იდლიბი, რომელიც თურქეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის ოპოზიციის ბოლო კონტროლირებადი რეგიონია, ამ წუთებშიც შეტაკებების ეპიცენტრშია.