აშშ-მა იემენში, ჰუსიტი მეამბოხეების წინააღმდეგ საჰაერო იერიშები მიიტანა. შესაბამისი განკარგულება დონალდ ტრამპმა გასცა. დარტყმების მიზეზად შეიარაღებული ჯგუფის მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე განხორციელებული თავდასხმები დასახელდა.„ირანის დაფინანსებით, ჰუსიტი ბანდიტები ისროდნენ რაკეტებს აშშ-ის საჰაერო ხომალდებზე და მიზანში ამოიღეს ჩვენი ჯარისკაცები და მოკავშირეები,“- დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში. ჰუსიტების მიერ მართულ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაბომბვების შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა, 101 კი დაშავდა. ჯგუფმა, რომელმაც გემებზე თავდასხმა ღაზაში ისრაელ-„ჰამასის“ ომის საპასუხოდ დაიწყო, განაცხადა, რომ მისი ძალები შტატების იერიშებს უპასუხებენ.