საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკაცრდება
სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები გაიზრდება.
საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე რეგულაციების გამკაცრება იგეგმება. მორიგი ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რაც ნიშნავს, რომ ავარიების გამომწვევ ყველაზე ხშირ დარღვევებზე ფულადი სანქციები ორმაგდება. ზოგიერთ შემთხვევაში კი მართვის მოწმობაზე დარიცხული და ჩამოსაწერი ქულების რაოდენობა იზრდება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებს, ძირითადად ავტომობილის გადაჭარბებული სიჩქარით მართვა და არასწორი მანევრირებები იწვევს. სტატისტიკური მონაცემებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი და დაშავებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდია.
ცვლილებების პროექტს უკვე გაეცნენ ექსპერტები, რომლებიც ცალკეული რეგულაციების გამკაცრებას არასაკმარისად მიიჩნევენ.