საგზაო მოძრაობის წესები გამკაცრდა

საგზაო მოძრაობის წესებში ცვლილებებია. რეგულაციები გამკაცრდა. გაიზარდა ჯარიმები.

გამკაცრებული ნორმები მძღოლებთან ერთად ქვეითად მოსიარულეებზეც ვრცელდება. საგზაო უსაფრთხოების წესების ან მონიშვნების იგნორირება გახუთმაგებული ჯარიმებით დაისჯება. პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებული ცვლილებებით ფინანსურად დასჯადი ხდება ე. წ. დრიფტიც. ძალაში შევიდა სხვა აკრძალვებიც. უზრუნველყოფს თუ არა ახალი კანონი საგზაო უსაფრთხოებას – სპეციალისტებს შორის არაერთგვაროვანი მოსაზრებებია.