საგზაო მოძრაობის რეგულაციები

დღეიდან, საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისში, 3 ლოკაციაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 6 სექცია ამოქმედდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით: კახეთის გზატკეცილზე, „ისთ ფოინთიდან“ გრიგორაშვილის ქუჩამდე და პირიქით (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ);   ევროპის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე და პირიქით (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);  ხუდადოვის ქუჩის N-99-დან – ხუდადოვის ქუჩის ბოლომდე, მოედნამდე და პირიქით (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ);