საკმაოდ დიდი რეზონანსი და ინტერესი გამოიწვია მმართველი გუნდის გეგმამ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა გადაიხედოს ის ჯარიმები, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე მოქმედებს. არ კონკრეტდება, რომელ კანონდარღვევებზე შემსუბუქდება ფინანსური სანქციები და მოხვდება თუ არა ჩამონათვალში ის ჯარიმები, რომლებიც ერთი თვის წინ გაიზარდა. მათ შორის, საუბარია სიჩქარის გადაჭარბებაზე, ავტობუსის ზოლში სიარულსა და ტელეფონით საუბარზე არსებული ჯარიმების თითქმის გაორმაგებაზე, რამაც თავის დროზე მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია, სანქციების გამკაცრებას სკეპტიციზმით შეხვდნენ სფეროს სპეციალისტებიც. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე კონსულტაციები დაწყებულია და ორ კვირაში კანონპროექტი სავარაუდოდ, უკვე მზად იქნება.
რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ მკაცრი პოლიტიკის შერბილება – დღე განმარტება პრემიერმაც გააკეთა.