საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები

12:22, 04.08.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის შქმერი-მრავალძალის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოები, რის შემდეგაც გზის მშენებლობა დაიწყება. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა მრავალძალში უნიკალური კურორტის განვითარების გეგმაზეც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ ონის შესასვლელთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მიმდინარე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნო. პროექტის ფარგლებში მეწყრული უბნის აღდგენა და გზის უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის აუცილებელი დამცავი კედლის მოწყობა მიმდინარეობს.

 

მსგავსი