საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები წყნეთის გზატკეცილზე

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების მიზნით საავტომობილო გზის გასწვრივ ფერდის გამაგრების სამუშაოები ხორციელდება. ამ დროისთვის, ფერდზე ანკერების მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც მიწის საექსკავაციო სამუშაოებს მოიცავს. ასევე, ხდება ფერდის ჩამოწმენდა ზედმეტი გრუნტის მასისგან. გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, ფერდის სტაბილიზაციის მიზნით, ანკერები, ფოლადის ბადე და ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი მოეწყობა.