საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები

12:26, 18.07.2025

ქვემო ქართლში, მარნეულის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს. დასრულდა მარნეულის წრიული გზის მოწყობა. 1.2 კმ-იანი საგზაო მონაკვეთი საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის ნაწილია.

რაც შეეხება წყალმომარაგების სისტემების მიმდინარე მშენებლობის პროცესში დაზიანებული საავტომობილო გზების სრულ რეაბილიტაციას, ის სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება. ქალაქ წალკისა და სოფელ დაშბაშის წყალმომარაგებისთვის კი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა შენდება.

 

მსგავსი