საგზაო დარღვევებზე სანქციები მკაცრდება

ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სანქციები მკაცრდება. შესაბამისი კანონპროექტის ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს. კანონპროექტით, დადგენილი სიჩქარის 40 კმ. სთ-ით გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმა, 150 ლარი ორმაგდება და 300 ლარით განისაზღვრება. თუ მძღოლი სიჩქარის გადაჭარბებასთან ერთად ავარიულ სიტუაციასაც შექმნის, ის 400-დან 600 ლარამდე დაჯარიმდება. რეგულაცია წესდება დრიფტის მოყვარული მძღოლებისთვისაც, რაც 300-დან 500 ლარამდე სანქციას ითვალისწინებს.

კიდევ რა ცვლილებები იგეგმება კანონპროექტით და როგორ აფასებენ ინიციატივას სპეციალისტები.