საგუნდო მუსიკის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი
თბილისი საგუნდო მუსიკის მე-16 საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. წლევანდელ ფორუმზე, 8 მაისის ჩათვლით, თერთმეტი კონცერტი ჩატარდება. მრავალფეროვან რეპერტუარს მსმენელს, როგორც პროფესიული, ისე სტუდენტური გუნდები გააცნობენ. კონცერტები დედაქალაქის სხვადასხვა საკონცერტო და ექსპერიმენტულ სივრცეშია დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის არსებობის მანძილზე მასში მონაწილეობა უკვე 90-მდე ქართულმა და უცხოურმა კოლექტივმა მიიღო. პროექტის მთავარი მიზანი საგუნდო მუსიკის ტრადიციების შენარჩუნება და ქართული საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაა.