საგუნდო მუსიკის კონცერტი ეროვნულ სასახლეში

22:16, 26.06.2026

ორი საგუნდო კოლექტივის შემოქმედება ერთ სივრცეში – მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიული დარბაზი საგუნდო მუსიკის კონცერტს უმასპინძლებს. სასახლის ახალგაზრდული კაპელა და თბილისის ქალთა გუნდი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებს, დაგეგმილია პრემიერაც.

ეს არის ორი გამორჩეული ქართული გუნდის პირველი ერთობლივი კონცერტი. საკონცერტო პროგრამა მსოფლიო საგუნდო მუსიკის საუკეთესო ნაწარმოებებს აერთიანებს. ერთ კომპოზიციას კი საგუნდო კოლექტივები ერთობლივად შეასრულებენ.

მსგავსი