საგუნდო მუსიკის კონცერტი

21:57, 30.09.2025

ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში საკონცერტო სამზადისია.

3 ოქტომბერს სწორედ აქ გაიმართება საერთაშორისო ფესტივალის „შემოდგომის თბილისის“ რიგით მეხუთე კონცერტი. საფესტივალო საღამო სრულად საგუნდო მუსიკას დაეთმობა. შერჩეულია სამი ქართველი კომპოზიტორის მუსიკალური ნაწარმოებები. საგუნდო კომპოზიციების ნაწილს აუდიტორია პირველად მოისმენს. საერთაშორისო ფესტივალი შემოდგომის თბილისი წელს 33 იმართება.

მსგავსი