საგრანტო თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტი

18:03, 27.10.2025

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის სახით გამოყოფილი თანხების მართლზომიერად ხარჯვის კანონიერების შესწავლას განაგრძობს.

გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო სამსახურმა, გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორგანიზებული ჯგუფის კიდევ ერთი წევრი დააკავა, ხოლო შვიდი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. როგორც უწყებაში აღნიშნეს, საქმეზე 1000-ზე მეტი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება ჩატარდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბენეფიციარებისათვის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ გრანტის სახით გამოყოფილი  12 935 750 ლარიდან, პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 8 824 695 ლარი, ხოლო დანარჩენ 4 111 054 ლარს ორგანიზებული ჯგუფის წევრები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

მსგავსი