განვითარების უნიკალური შესაძლებლობა დამწყები ბიზნესებისთვის – ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო სტარტაპერებს, ტრადიციად ქცეული კონკურსის დასკვნითი ეტაპისთვის ამზადებს. 150 ათას ლარიანი გრანტის მოსაპოვებლად ჯამი 50 სტარტაპი იბრძვის. ვინ მიიღებს ინოვაციური იდეის განვითარების და გლობალურ ბაზარზე გასვლის შანსს. ეს 15-დან 17 სექტემბრამდე გაირკვევა, როდესაც საკუთარ პროდუქტებს სტარტაპერები ანგელოზ ინვესტორებს წარუდგენენ. საგრანტო კონკურსის მიზანი საქართველოში ინოვაციური წარმოების ხელშეწყობაა.