ტანას აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის გამართული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია. შერჩეული პროექტები მიმართულია მეფუტკრეობის, სამშენებლო საქმიანობის, ტურისტული სერვისებისა და შინამეურნეობის გაუმჯობესების ხელშეწყობისკენ. კონკურსის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერება და მცირე ბიზნესების განვითარებაა.