საგრანტო კონკურსი
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტომ ინსტიტუციური განვითარების საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. მიზანი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება და სამოქალაქო ინიციატივის განხორციელების ხელშეწყობაა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. აუცილებელია, წარადგინონ საგრანტო განაცხადი, რომელიც შეიცავს ორგანიზაციის განვითარების გრძელვადიან ხედვასა და ასევე საპროექტო იდეას. საგრანტო განაცხადის მაქსიმალური ბიუჯეტი 700 000 ლარია. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 27 ოქტომბერი.