საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის მე-10-მე-11 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის მეათე-მეთერთმეტე მონაკვეთზე, მეწყერული პროცესების გააქტიურების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.