საგაზაფხულო სესია სტრასბურგში

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას. სესიაზე მსჯელობის მთავარი თემა გლობალური პანდემია და „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების საკითხი, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობა და მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური პროცესები იქნება. საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოვა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავით სასოლი, მოლდოვის ახალარჩეული პრეზიდენტი, გაიმართება დებატები. ქართული მხარე აქცენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე გააკეთებს.

მოამბე

დატოვე კომენტარი