საგაზაფხულო სამუშაოები კახეთში

საგაზაფხულო სასოფლო სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს კახეთის რეგიონში. უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად ვაზისა და ღვინის მხარეში სამუშაოების ეპიცენტრი ვენახები და ხეხილის ბაღებია.

როგორ მიმდინარეობს აგროვადებით გათვალისწინებული სამუშაოები კახეთში და რა სირთულეები აქვთ მევენახეებსა თუ მებაღეებს – ეს ჟანა დიდებაშვილმა და ზვიად ყარაულაშვილმა გაარკვიეს.