საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21 მილიარდ 112 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6 პროცენტით მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. თითქმის 8-პროცენტით 6 მილიარდ ლარამდე გაიზარდა ექსპორტი. პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები, შემდეგ მოდის ფეროშენადნობები, სპირტიანი სასმელები და ყურძნის ნატურალური ღვინოები. 6-პროცენტიანი ზრდაა იმპორტის მიმართულებით, მთლიანობაში იმპორტის მოცულობამ 15 მილიარდი დოლარი შეადგინა.