საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი
საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დადებითი ტენდენცია ნარჩუნდება – პოზიტიური დინამიკა „საქსტატის“ მონაცემებიდან იკვეთება, რომლის მიხედვითაც, წლის პირველ ექვს თვეში ექსპორტი თითქმის 7 %-ით არის გაზრდილი. საგარეო ვაჭრობის ზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ისევ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი ახდენს, თუმცა მატება შეინიშნება სხვა სექტორებშიც. ორ მილიარდს აჭარბებს ადგილობრივი ექსპორტიც.
შალვა სუმბაძე არკვევდა, რა განაპირობებს პოზიტიურ დინამიკას და როგორია სპეციალისტთა რეკომენდაციები.