საგარეო ვაჭრობა
იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 7.5 %-ით გაიზარდა. საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე 64.1 %-ით არის მომატებული და თითქმის 3 მლრდ დოლარს აღწევს. ამ მხრივ, ჩვენი ქვეყნისთვის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი, რუსეთი და თურქეთი. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ საგარეო ვაჭრობისა და ამასთან, ადგილობრივი ექსპორტის ზრდა, მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია და ხელისუფლება, მომავალშიც გააგრძელებს ადგილობრივი პროდუქციის მხარდაჭერას, რათა ქართული ნაწარმი საერთაშორისო ბაზრებზე მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს.