საგარეო უწყების განცხადება

შესაძლებელია თუ არა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს. საქართველოს საგარეო უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას გაუფრთხილდნენ და გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რაც ევროპაში მოგზაურობისას მართებთ.

უწყების სპიკერის განცხადებით, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდამ გარკვეული პრობლემები უკვე გამოიწვია, რაზეც ამ ეტაპზე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიდის მუშაობა. უნდა გაიწეროს ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლითაც საკითხის დარეგულირება მოხდება, რათა საქართველო შეჩერების მექანიზმის ამუშავების წინაშე არ დადგეს.

ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, უწყება ცალკეულ ქვეყნებთან და ინსტიტუციებთან მუშაობას განაგრძობს.